საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა. გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.