"დინამოს" სტადიონთან ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

"დინამოს" სტადიონთან ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

2017-12-25 09:10:23+04:00

"დინამოს" სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაში სტაციონარშია გადაყვანილია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.