ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის "დინამომ" დედაქალაქურ დერბიში "ლოკომოტივს" 6:0 მოუგო. მატჩს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მომავალი მეტოქის, "ფეიენოორდის" მწვრთნელის, იაპ სტამის თანაშემწე როი მაკაი ესწრებოდა. სტუმრებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და პირველი ტაიმის შემდეგ ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. საბოლოოდ 2 გოლი ნინუამ, ხოლო თითო თითო კუტალიამ, ქავთარაძემ, შულაიამ და კარიკარიმ გაიტანეს.