19:38
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"დინამო" "ფეინოორდს" დაუზავდა
16-08-2019

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამოსა" და "ფეიენოორდს" შორის 1:1 დასრულდა. როტერდამში 0:4 წაგების გამო საპასუხო შეხვედრა პრაქტიკულად ფორმალობა გახდა. თამაში საშუალო ტემპში წარიმართა და ორივე გუნდის კართან არაერთი უაღრესად სახიფათო მომენტი შეიქმნა. ქართველთა მხრიდან გოლის ავტორი შენგელია გახდა, რომელმაც ვან დერ ჰეიდენის შეცდომით ისარგებლა და დინამო დააწინაურა. საპასუხო გოლი ბოტეგინის ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოში არეულობით ისარგებლა. ამგვარად, ყველაზე ტიტულოვანი ქრთული კლუბი ფეინოორდთან ორი მატჩის ჯამში 5-1 დამარცხდა. როტერდამული კლუბი მომდევნო ეტაპზე აპოელ ბეერ შევას დაუპირისპირდება და მათში ძლიერი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები