დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად წარადგენს, ხოლო დინამო თბილისი და გორის დილა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ. დინამო ბათუმს კონკრეტული გეგმები აქვს - საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს. კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია, იტალიური გრანდი კი შეკრებას ივლისის პირველ კვირაში იწყებს, მაშინ, როდესაც დინამო ბათუმს ევროტუნირების პირველი ეტაპის შეხვედრები აქვს ჩანიშნული. უახლოეს დღეებში ნეაპოლში დინამო ბათუმის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძისა და ხვიჩას აგენტის ვიზიტია დაგეგმილი. საუბარი სწორედ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს შეეხება, რათა აჭარულმა კლუბმა კვარაცხელიას შენარჩუნება შეძლოს.ჩენპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდი განუთესავთა შორის იქნება და 17 პოტენციური მეტოქე ეყოლება.