არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ავტომობილიდან ფარულად დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა ამოიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილიდან ამოღებული ნივთი უკვე გადაეცა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა.