დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ პოპულარულ ამერიკულ სტრიმინგ პლატფორმა HBO GO-ზე განთავსდა. აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი ფილმი 2019 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ნამდვილ ამბავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ ტრაგედიას ეფუძნება, რომელსაც 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართული კინემატოგრაფიული ნამუშევრის ნახვა შესაძლებელი იქნება ევროპის კონტინენტზე მცხოვრები კინომოყვარულებისთვის.