„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გაუგებარია, სად წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, მათ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეს. ის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს და აცხადებს, რომ საზოგადოება კითხვებზე პასუხს ვერ იღებს.