მოსკოვი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებებს გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ანკარის მიერ სამხედრო ოპერაციის განხორციელება "ყველაზე უარესი მოვლენების განვითარება იქნება".
"თუ საუბარია ოპერაციაზე, რომელიც სირიის რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების, სირიის არაბული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ეს მოვლენების ყველაზე უარესი განვითარება იქნება", - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ანკარამ მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი, თუმცა აღნიშნულს ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.