რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე აღდგენაზე საუბარს ჯერ ნაადრევს უწოდებს. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი სიტუაციას დააკვირდება და ამის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, საქართველოსთან ფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯია, შესაბამისად, სიტუაციაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა.