კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არასწორია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპი უფრო მოსაწონი პრეზიდენტია. მისი თქმით, მოსკოვისთვის მისაღებია აშშ-ის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან დიალოგს განიხილავს.
„რუსეთი მუშაობს და იმუშავებს ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პრეზედენტთან. ამ თვალსაზრისით, არასწორია იმის თქმა, რომ ტრამპი უფრო მოგვწონს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთს ბევრი სანქცია დაუწესდა და ჩვენს წინააღმდეგ ბევრი არამეგობრული ნაბიჯიც გადაიდგა,“- განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რუსეთი აშშ-სთან დიალოგს იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, პესკოვმა უპასუხა, რომ ვლადიმერ პუტინს „დიდი პოლიტიკური გამოცდილება“ აქვს.