ოფიციალური მოსკოვი გუშინ საქართველოში განვითარებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომელიც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის მისამართით იყო გამართული. როგორც პესკოვი აცხადებს საქართველოში წასვლა საშიშია და ეს რუსებმა კარგად უნდა გაიგონ. მისი თქმით, კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში „ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს“. ვლადიმერ პუტინის პრესპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი განცხადებასაც გამოეხმაურა და მიესალმა ფაქტს რომ ღარიბაშვილმა ნაციონალისტების ქმედებები დაგმო.