ესტონეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჰენ პილუაასს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი ესტონეთის ანექსიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთმა ესტონეთს ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებაში აღნიშნული ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ ტარტუს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და ესტონეთს შორის 1920 წლის თებერვალში გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ლენინგრადის ოლქისა და პეჩორის გარკვეული ნაწილი ესტონეთის კუთვნილებაა. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ შეთანხმებამ იმ წუთიდან დაკარგა ძალა, როცა ესტონეთი საბჭოთა კავშირში გაერთიანდა.