საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო. დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, საბაჟო გამშვები პუნქტი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.