აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი დელანოისა და აღნიშნული ორგანიზაციის ალტერნატიულ ხელმძღვანელს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე, ასევე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობაზე.