საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ შეიტანა.გაბუნიას განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ახსენებს ქუმსიშვილის გვარს და ამბობს, თითქოს მასთან შეთანხმებით სთავაზობდა "ომეგა ჯგუფს" კონკრეტულ გარიგებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.