აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.