აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დაგვჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი და დაგვჭირდება მთლიანად პარლამენტთან ამის შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.საკითხზე საუბრისას ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი საზრუნავი ამ საკითხში არის ის, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშზე.