საქართველოს ფინანსთა მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანელ კოლეგას იქლილ ჰაკიმიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, დიდი პოტენციალი არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ისეთ სფეროებში როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა და სატრანსპორტო გადაზიდვები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართულ კომპანიებს აქვთ ავღანეთში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობაზე, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც საქართველო, ისე ავღანეთი.