21:17
18 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დიმიტრი ქუმსიშვილი: აქციზი თამბაქოზე გაიზრდება ამ წელსაც და შემდეგ წელსაც
11-07-2017

აქციზი თამბაქოზე გაიზრდება ამ წელსაც და შემდეგ წელსაც, ვიდრე კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება აქციზს, ჩვენ აქციზი გავზარდეთ თამბაქოზე და მე არ მგონია, რომ ყველა მწეველი იყოს ამ ქვეყანაში. თამბაქოსთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ვალდებულება დაახლოების ევროპასთან და აქციზი თამბაქოზე გაიზრდება ამ წელსაც და შემდეგ წელსაც, ვიდრე კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ. რაც შეეხება ავტომობილებს, რომელიც არის ძალიან დიდი საიმპორტო პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, 300 მილიონამდე იყო ასული ავტომობილების იმპორტი ჩვენს ქვეყანაში, მაშინ, როცა ჩვენ 180 მილიონზე ავდიოდით. ამოცანა არ არის, რომ ბევრი ავტომობილი შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში. ამოცანა არის, რომ გაიზარდოს ეკონომიკა და ის, თუ შემაკავებელი ფაქტორიც გაჩნდება და სწორად დაიბეგრება ავტომობილები - სწორია. თუ პურს ვბეგრავდით 18%–ით, ავტომობილებში 4 % გამოდიოდა. აქაც მნიშვნელოვანი დაახლოებაც კი არ მომხდარა იმასთან, რაც უნდა მიგვეღო. ასევე ჰიბრიდებზეც, ელექტრომობილებზეც გადაწყვეტილება იქნა კონკრეტული მიღებული, არ გაზრდილა გადასახადი. რაც შეეხება საწვავს, დიახ, საწვავზეც გავზარდეთ აქციზური გადასახადი, თუმცა, ეკონომიკაშიც რომ ავიღოთ, დარგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ საბოლოო პროდუქციაზე მაინც არ აისახება იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ამას უკან დაეხია ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

AutoPlay
ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 17 მარტს დაიწყება
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
5-თვიანი განხილვების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტად აშრაფ ღანი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
შსს ავრცელებს მამაკაცის დაკავების კადრებს, რომელმაც სამტრედიაში სამოქალაქო რეესტრში ცოლს ყელი გამოჭრა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის პალატის თავმჯოდმარეს შეხვდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვალერი გელაშვილმა პარლამენტში კარლო კოპალიანი ჩაანაცვლა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ავარია და გადატრიალებული მანქანა ბარათაშვილის ხიდზე - კადრები შემთხვევის ადგილიდან
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები