დიმიტრი გაბუნია - პატიმრების შეწყალებაში არ ვარ გარეული - მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება - Palitra News

დიმიტრი გაბუნია - პატიმრების შეწყალებაში არ ვარ გარეული - მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება

2019-09-23 13:58:41+04:00

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო. მისივე თქმით, ისრები მისკენ მიდის და მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს ამ პირების შეწყალება.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 35 ადამიანი შეიწყალა, 2 მათგანი განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, 1 კი ძებნილია. ოპოზიციის მტკიცებით სიის შედგენაში პირადად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია მონაწილეობდა.