საქართველოში კომენდანტის საათი დილის 6 საათზე მოიხსნა. ქუჩაში მძრაობა დართულია როგორც ქვეითებისთვის ასევე ავტომობილებისთვის. კომენდანტის საათი დღეს კვლავ 21 საათზე განახლდება. აღნიშნული რეჟიმი კი 21 აპრილამდე იმოქმედებს, მანამ სანამ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვის წესები.