დიღმის მიმართულებით შესაძლოა მიწისზედა მეტრო გაკეთდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჩატარდება კვლევა, რათა სრული სურათი შედგეს იმ რაიონებთან მიმართებაში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა. მისი თქმით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, თბილისის მერმა სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს.