დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა. ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავჯმდომარემ, გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, 1-ლი მაისიდან თამბაქოს მოწევა ყვალა დახურულ სივრცეში აიკრძალება და ამ მხრივ სამასპინძლო ბიზნესს განსაკუთრებული სამზადისი უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, თამბაქოს მოწევა ტერასებზე დაშვებული იქნება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არამწეველების მიმართ მწეველი ადამიანების სოლიდარობა.