დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, არსებული ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.