დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად საავადმყოფოში 7 ადამიანია გადაყვანილი, აქედან ერთ-ერთი 8 თვის ბავშვია.შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ადგილზე კვლავ მობილიზებულია 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რამდენიმე ათეული საპატრულო ეკიპაჟი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ -კრიმინალიტები.უსაფრთხოების ზომების გამო, პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი აქვს. ევაკუირებულია მე-5 კორპუსში მცხოვრები ყველა მოქალაქე.აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.