დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსაგაზის“ თანამშრომლები. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვაჟა სირაძემ განაცხადა.მისი თქმით, დიღმის მასივში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შვიდი პირი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.