დიღმის ჭალებში საქალაქო პარკი მოეწყობა. მერიამ პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 310 000 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია 85 000 კვ/მ-ია დოკუმენტაციის მიხედვით, პარკში უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები მინიმუმ 2 ენაზე და სასმელი წყლის სოკოები. ამასთან, პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ტენდერში წინადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.