დიეტოლოგებმა საუკეთესო დიეტად DASH-დიეტა დაასახელეს, რომელიც ორგანიზმის საერთო გამოჯანსაღებას უწყობს ხელს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდას და სისხლის მიმოქცევის დასტაბილურებას. ამ დიეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მთლიანად ან ნაწილობრივ მარილის შემცველი პროდუქტების ამოღება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბოსტნეულის დიეტა DASH-ის რაციონთან შეთავსებით ძალიან ეფექტურია.