ლეგენდარული ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, არგენტინის ჩემპიონატის აუტსაიდერ - "ხიმნასიას" მთავარი მწვრთნელი გახდა. 58 წლის სამხრეთ ამერიკელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ აქამდე მარადონა არგენტინის ნაკრების, "ალ ვასლის", "ფუჯაირას", ბრესტის "დინამოს" და "დორადოსის" მწვრთნელი გახლდათ.