დიდუბის რაიონში, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიური მოიხსნა. ამ ეტაპზე, ტროტუარის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ხოლო დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. ფიფიების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო 7“ დაახლოებით, 150 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.