დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთი - მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ერთმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.