დიდთოვლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში. შექმნილი პრობლემების გამო რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბის მონაცემებით, გადაადგილების პრობლემა შეიქმნა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა შესაბამისი ტექნიკა დილიდან მუშაობს და ამ დროისთვის ცენტრალური გზები გაწმენდილია. დარჩენილია მხოლოდ ჯვარი-მესტიის მონაკვეთი, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ზუგდიდის რაიონის სოფლებში პრობლემებია.
იხილეთ: დიდთოვლობა და ქარბუქი აჭარაში: რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონში?