ნიუ-იორკში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში თოვლის საფარის სიმაღლემ 18 სანტიმეტრს გადააჭარბა. პარალელურად უამინდობაა ნიუ ჯერსისა და ჩიკაგოში. ნიუ ჯერსიში წყალდიდობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. შეზღუდულია ავტომობილებით გადაადგილება. ბოლო მონაცემებით, უკანასკნელ დღეებში აშშ-ში უამინდობას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.