დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, - ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.