დიდთოვლობა გურიაში. თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება გურიაში. პროცესი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პრობლემის დროულად მოსაგვარებლად რამდენიმე უწყების წარმომადგენლები - საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური სამსახურები, საპატრულო, სამაშველო და პოლიცია - ერთად მუშაობენ.