დიდთოვლობამ და ქარბუქმა პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. ხულოსა და შუახევში შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რის გამოც დენი 300-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დაბებში თოვის საფარი ერთ მეტრს, ხოლო მარალი ზონის სოფლებში ორ მეტრს არწევს. შუახევში ზვავის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს.