დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება.ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება ვირუსის გავრცელების მეორე და მესამე ტალღა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გარკვეული წარმატება და ვირუსის შეკავება ქვეყნის მიერ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებასა და მობილობის შემცირებას მოჰყვა.