დიდი სპექტაკლი დადგა „ოცნებამ“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა რაღაც მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და გადაარჩინეს საქართველო, რომ ამით მოიპოვებინათ ხმები,- ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მელაშვილმა ვერ მოითმინა დავით გარეჯის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები და „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალა სპექტაკლის განხორციელებაში.