05:33
24 იანვარი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"დიდი შვიდეულის" სამიტზე მსოფლიო ლიდერები ამაზონის ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ზომებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
26-08-2019

"დიდი შვიდეულის" სამიტზე მსოფლიო ლიდერები ამაზონის ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ზომებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, შეთანხმება ბრაზიილისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია. მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ დაეხმარონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.

"ჩვენი გუნდი ამაზონის რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია საბოლოოდ შევათანხმოთ ძალიან კონკრეტული ვალდებულებები, რაც ტექნიკური რესურსებსა და დაფინანსებას მოიცავს", - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზად არის 10 მილიონი ფუნტის გამოყოფისთვის.

შეგახსენებთ, "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში ერთმანეთს აშშ-ის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ხვდებიან.

AutoPlay
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი რუსეთს გაფრთხილებას უგზავნის
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ლისის ტბაზე "ბედნიერების ვექტორი 2022"-ის პირველი, სადებიუტო მსვლელობა-მარათონი გაიმართა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ" - დმიტრო კულება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები