„დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისით, რადგან ზრდა შენელებულია და ინფლაცია იზრდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა “დიდი შვიდეულის“ გერმანიაში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გუშინ გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.