„დიდი შვიდეული“ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების ერთგული რჩება და გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, - შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო სამინისტრომ გააკეთა.
“ერთხმად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შერყევისკენ”, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, „დიდ შვიდეულში“ შედიან: ამერიკის შეერთებულ შტატები, კანადა, იაპონია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია.