დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები იტალიაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ოფიციალურმა პირებმა, მზარდი საერთაშორისო კიბერშეტევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალების გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. მსოფლიოს 7 მდიდარი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა კიბერუსაფრთხოებისთვის დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. დიდი შვიდეულის შეხვედრა ქალაქ ბარიში 2 დღე გაგრძელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა საფინანსო კომპანიების მესვეურებიც დაესწრებიან, მათ შორის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებიც. 12 მაისს მსოფლიოს 99 ქვეყანაში, სხვადასხვა ორგანიზაციებზე სულ 75 000 კიბერშეტევა განხორციელდა. მასიური კიბერშეტევების ობიექტები საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები გახდნენ.