დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიო ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირების პირველ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს. იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის განმრტებით, შეთანხმებაში პოლიეთილენით დაბინძურებასთან ბრძოლის საერთო წესებია ფორმულირებული.
დოკუმენტზე მუშაობა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწიულეობას კი წევრი ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები იღებდნენ.
შთანხმებაში პოლიეთილენით დაბინძურების წინააღმდეგ გაწერილ კონკრეტულ ნაბიჯებს შორის ინოვაციური მეთოდების მხარდაჭერაც შედის, თუმცა კრიტიკოსების თქმით, ზოგიერთი პუნქტი ზედმეტად ზოგადია და მათი შესრულება ქვეყნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
გარემოსდამცველების თქმით, შეთანხმების პუნქტები სავალდებულო უნდა იყოს და მკვეთღად უნდა გაიწეროს მიზნებიცა და სამოქმედო გეგმებიც.