სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.