შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში 1992 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი "სუბოქსინი" ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.