სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია,რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საერთო ჯამში 2400 კვადრატული მეტრი, 3 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.