ალცჰაიმერის დაავადების მსგავსი ნეიროდეგენერაციული დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ძალიან რთულია. ლივერპულის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს დიდი მხატვრების ტილოები და გამოარკივეს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებებით დაავადებული მხატვრების ტილოებიდან აღებული ნაცხი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჯანმრთელი მხატვრების ტილოების ნაცხისგან.საერთო ჯამში ექსპერტებმა გააანალიზეს სალვადორ დალის, ნორვალ მორისოს, ჯეიმს ბრუქსის, ვილემ დე კუნინგის, მარკ შაგალის, პაბლო პიკასოს და კლოდ მონეს 2092 ტილო. პარკინსონის დაავადება აღმოაჩნდა დალის და მორისოს, ხოლო ბრუქსსა და დე კუნინგს - ალცჰაიმერის დაავადება. დანარჩენი მხატვრები მსგავსი დაავადებებით არ იყვნენ დაავადებულები.