"დიდი მხატვრების შედევრები შენს კოლექციაში" - ასე ჰქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტს, რომლის ფარგლებშიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ყველა დროის უდიდეს ფერმწერთა შედევრების ასლების შეძენა იქნება შესაძლებელი.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე. გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია.