ძალიან დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ, - ასე გამოეხმაურა "ომეგა ჯგუფის" ადვოკატების განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის მიხედვითაც ისინი ლონდონის სასამართლოში წარსადგენად სარჩელებს ამზადებენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის შს მინისტრის მიმართ. მინისტრის თქმით, როდესაც არსებობს ეჭვი, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით.